понедельник, 20 июня 2016 г.

დღე 3

 
    ვისწავლეთ დოკუმენტის გამოტანა ეკრანზე. ინტელის ელექტრო სახელმძღვანელოდან
    ეკრანზე გამოვიტანეთ დოკუმენტები :
 
    21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები ;

    ეროვნული სასწვლო გეგმიდან - საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტები :

    ბლუმის  განახლებული ტაქსონომია.

 . სამივე დოკუმენტი მოვათავსე ჩემს ფაილში.

   ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე;

   გავეცანი დოკუმენტის გაზიარებას გუგლდოკების საშუალებით.

суббота, 18 июня 2016 г.

დღე 2


  ვიმუშავეთ ელ.ფოსტაში,

  გავეცანით : ბლოგებს; .ბლოგის გახსნას;  პუბლიკაციის მომზადებას.

  გავაკეთეთ ბროშურა მშობლებისათვის ;  ვისწავლე მისი შენახვა.

  დავწერეთ მეორე დღის  რეფლექსია.

ტრენინგის მე-6 დღე


        1.        Power Point -ში  შევქმენით  ჩვენს მიერ არჩეული თემის შესაბამისი  "მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი" სლაიდების შინაარსისა და ფორმის სათანადო შერჩევით;

       2.   ვიმუშავეთ საწავლო პროექტის გეგმის შაბლონში: აღვწერეთ პროექტზე მუშაობისას შესასრულებელი საკითხების თანამიმდევრობა  (რას , როდის, ვისი დახმარებით და როგორ ვაკეთებთ).

      3. შევავსეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტის შეფასების რუბრიკა ინტელის სახელმძღვანელოს გამოყენებით.

      4. მივუთითეთ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ტექნოლოგიებისა და რესურსების შესახებ.

დღე პირველი (ტრენინგი)

                                  გავეცანით:

   ინტელის ტრენინგის კურსის  შინაარსს ;

 ინტელის  ელექტრონული  სახელმძღვანელოს სტრუქტურას;

 მასში მუშაობას  - სტრიქონის  (ტექსტის)  ჩანიშვნასა და გაფერადებას.
 სახელმძღვანელოდან საჭირო დოკუმენტის ამოღებას და ეკრანზე გამოტანას.

 რესურსებიდან ამოვკრიფეთ 5  ძირითადი დოკუმენტი.

 შევქმენით პორტფოლიო და არჩეული დოკუმენტები ჩავალაგეთ შიგ.

воскресенье, 10 июля 2011 г.

ფიზიკის საღამო–,,ფიზიკა ჩვენს ირგვლივ"

.პროექტის  სახელწოდება:  ფიზიკის  საღამო – „ფიზიკა  ჩვენს  ირგვლივ“
.პროექტის  მთავარი  იდეა  (თემა)  1–2  წინადადებით:
   პროექტის  იდეაა  ხაზი  გაუსვას  ფიზიკის,  როგორც  მეცნიერების  მნიშვნელობას  ჩვენს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში;  მის  როლს  სამყაროში  მიმდინარე  პროცესების  ახსნასა  და  გაანალიზებაში  და  მეცნიერებისა  და  ტექნიკის  განვითარებაში.
.პროექტის  აქტუალობა:  
    პროექტი  აქტუალურია,  რამდენადაც  უკანასკნელ  ხანებში  მნიშვნელოვნად  დაეცა  ინტერესი  ფიზიკის  და   ზოგადად  საბუნებისმეტყველებო  საგნების  შესწავლისადმი,  გამომდინარე  ზემდგომი  ორგანოების  არასწორი  მიდგომებიდან.
.პროექტის  მიზნები:
1).აღძრას  მოსწავლეებში  ინტერესი  ფიზიკის  საგნის  შესწავლისადმი;
2).მოსწავლეებში  ხელი  შეუწყოს   დაკვირვების,  ინფორმაციის  მოძიების,  დახარისხების,  გაანალიზების,  კვლევა–ძიების,  მოვლენათა  განჭვრეტის  და  ჰიპოთეზების  გამოთქმის, ხელსაწყოებისა  და  ისტ–ის  საშუალებების  გამოყენების  უნარების  განვითარებას;  აგრეთვე  მოსწავლეების  ერთმანეთთან  და  მასწავლებლებთან  თანამშრომლობასა  და  კომუნიკაციას.
.მონაწილეთა  ასაკი:    VIII-XII კლასების  მოსწავლეები,  მასწავლებლები.
  ვადები|ხანგრძლივობა:          1–2  თვე.
. მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:
ხელსაწყოებისა  და  ცდის  მოდელები,  სლაიდები,  პლაკატები,  ფოტოსურათები,  გაზეთები,  ალბომები, გამოფენა,  საპრეტენზაციო  მასალები.
.  პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
სხვადასხვა  ფიზიკური  ხელსაწყოები  და  მასალები,  ფოტოაპარატი,  კომპიუტერი  ინტერნეტი,  სახელმძღვანელოები,  ენციკლოპედიები,  ფორმატები,  მარკერები,  გელიანი  კალმები.
.პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობები):
ა)  პროექტში  მონაწილე  მოსწავლეთა  სიის  დადგენა;
ბ)  მოსწავლეებთან  ერთად  პროექტის  შესრულების  გეგმის  შემუშავება;
გ)  დავალებების  განაწილება  მოსწავლეთა  ჯგუფებზე  და  პასუხისმგებელი  პირების  შერჩევა;
დ)  მასალების  შეგროვება,  დახარისხება  შერჩევა,  რესურსების  მოძიება;
ე)საპრეზენტაციო  მასალების  დამზადება;
ვ)საღამოს  ორგანიზაციული  მხარეების  მოწესრიგება;
ზ) პროექტის  განხორციელება.
.  საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
  მათემატიკური  ფორმულებისა  და  გამოთვლების  გამოყენება,  ქიმიის,  ბიოლოგიის,  გეოგრაფიის  საკითხების  ცოდნა–გამოყენება,  ე ს გ – თან  შესაბამისი  უნარ–ჩვევებისა  და  მიზნების  განვითარება.
. პროექტის  ხელმძღვანელი  (მასწავლებელი):  დარეჯან  ლაფერაშვილი.
.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  belalaferashvili@gmail.com
.  პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:  belalaferashvili.blogspot.com