.პროექტის სახელწოდება: ფიზიკის საღამო – „ფიზიკა ჩვენს ირგვლივ“
.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
პროექტის იდეაა ხაზი გაუსვას ფიზიკის, როგორც მეცნიერების მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში; მის როლს სამყაროში მიმდინარე პროცესების ახსნასა და გაანალიზებაში და მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში.
.პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია, რამდენადაც უკანასკნელ ხანებში მნიშვნელოვნად დაეცა ინტერესი ფიზიკის და ზოგადად საბუნებისმეტყველებო საგნების შესწავლისადმი, გამომდინარე ზემდგომი ორგანოების არასწორი მიდგომებიდან.
.პროექტის მიზნები:
1).აღძრას მოსწავლეებში ინტერესი ფიზიკის საგნის შესწავლისადმი;
2).მოსწავლეებში ხელი შეუწყოს დაკვირვების, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, გაანალიზების, კვლევა–ძიების, მოვლენათა განჭვრეტის და ჰიპოთეზების გამოთქმის, ხელსაწყოებისა და ისტ–ის საშუალებების გამოყენების უნარების განვითარებას; აგრეთვე მოსწავლეების ერთმანეთთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობასა და კომუნიკაციას.
.მონაწილეთა ასაკი: VIII-XII კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები.
ვადები|ხანგრძლივობა: 1–2 თვე.
. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ხელსაწყოებისა და ცდის მოდელები, სლაიდები, პლაკატები, ფოტოსურათები, გაზეთები, ალბომები, გამოფენა, საპრეტენზაციო მასალები.
. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სხვადასხვა ფიზიკური ხელსაწყოები და მასალები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, ენციკლოპედიები, ფორმატები, მარკერები, გელიანი კალმები.
.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) პროექტში მონაწილე მოსწავლეთა სიის დადგენა;
ბ) მოსწავლეებთან ერთად პროექტის შესრულების გეგმის შემუშავება;
გ) დავალებების განაწილება მოსწავლეთა ჯგუფებზე და პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
დ) მასალების შეგროვება, დახარისხება შერჩევა, რესურსების მოძიება;
ე)საპრეზენტაციო მასალების დამზადება;
ვ)საღამოს ორგანიზაციული მხარეების მოწესრიგება;
ზ) პროექტის განხორციელება.
. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკური ფორმულებისა და გამოთვლების გამოყენება, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის საკითხების ცოდნა–გამოყენება, ე ს გ – თან შესაბამისი უნარ–ჩვევებისა და მიზნების განვითარება.
. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დარეჯან ლაფერაშვილი.
. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: belalaferashvili.blogspot.com
გილოცავთ ინტელის ტრენინგზე მობრძანებას. გისურვებთ წარმატებებს
ОтветитьУдалить